ვენახი

ვენახი

კომპანიის ვენახებში მოწეული ყურძნისა და მიღებული ღვინომასალების ხარისხი განპირობებულია ვენახების ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობით, სადაც ნიადაგი გამოირჩევა მცირე სისქის, ძლიერ ხირხატიანი, ალუვიური და პროლუვიური შემადგენლობით. ნიადაგის ეს თვისებები ხელსაყრელია ხარისხოვანი მევენახეობისა და მეღვინეობის განსავითარებლად.

მეღვინეობა აგრიდას გაშენებული აქვს 56 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვენახები. ასევე, მეღვინეობის ტერიტორიაზე გაშენებულია საკოლექციო ნაკვეთი 5 სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან.