მეღვინეობა აგრიდა წარმოებაში იყენებს შემდეგი ყურძნის ჯიშებს: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, ციცქა, ცოლიკოური, საფერავი, ალექსანდროული, მუჯურეთული და სხვა.
კომპანია აწარმოებს ღვინოს როგორც კლასიკური ისე ქართული ტრადიციული მეთოდით. გარდა ამისა ორი ტიპის ჭაჭას (Silver and Gold) და სამი სახეობის ბრენდის.
კომპანია ქმნის თანამედროვეობისა და ტრადიციების სინთეზს, საქართველოში ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების საფუძველზე.