ღვინის აკვანი

საქართველო – ღვინის აკვანი

ისტორიულ ფაქტებსა და არქეოლოგიურ გათხრებზე დაყრდნობით, საქართველო მეღვინეობის უძველეს კერად იქნა აღიარებული. უფრო მეტიც, საქართველო დამსახურებულად ატარებს „ღვინის აკვანი”-ს სტატუსს,  სადაც ადამიანმა პირველად მოიშინაურა ველური ვაზი და რუდუნებით, თაობიდან თაობას გადასცა ღვინის დაყენების 8 000 წლიანი კულტურა. ქ. ლონდონში მუდმივმოქმედ  გამოფენაზე, ღვინის ქალაქში  „ვინოპოლისში“ ქართულ კუთხეს  დაერქვა – „საქართველო – ღვინის აკვანი“.

აღმოჩენილმა არტეფაქტებმა (ძვ.წ.აღ.VI ათასწლეული – Vitis Vinifera Sativa-ს უძველესი წიპწები) ღვინისა და ქართველების საკრალური კავშირი წარმოაჩინა.

საქართველო მოიცავს მევენახეობის  8 ძირითად რეგიონს: კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, გურია და სამეგრელო, სადაც გავრცელებულია 500-მდე უნიკალური და ენდემური ვაზის ჯიშები. კახეთი ცნობილია საფერავით, რქაწითელითა და მწვანე ყურძნის ჯიშებით; ქართლი – გორული მწვანით; იმერეთი – ციცქათი, ცოლიკოურითა და კრახუნათი; გურია და აჭარა – ჩხავერით; სამეგრელო – ოჯალეშით, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი – უსახელოურით, ალექსანდროულითა და მუჯურეთულით.