ჩვენ შესახებ

მეღვინეობა აგრიდა

კომპანია აგრიდა ყვარელში, სოფელ შილდაში 2018 წელს დაფუძნდა.  მეღვინეობისთვის ადგილმდებარეობა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, არსებული მიკროზონის თავისებურებების გათვალისწინებით საგანგებოდ შეირჩა.

მეღვინეობა აგრიდა ქინძმარაულის მიკროზონაში  42 000 მ2-ზეა გაშენებული. კომპანიის მფლობელობაში არსებული 56 ჰექტარი ვენახი საუკეთესო ხარისხის ღვინის ჩამოსხმის შესაძლებლობას იძლევა.  კომპანია აწარმოებს 25-ზე მეტი დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, რომლებიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით.

თანამედროვე ლაბორატორიით, იტალიური ცისტერნებითა და საწარმოო დანადგარებით აღჭურვილი მეღვინეობა, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების საფუძველზე ქმნის თანამედროვეობისა და ტრადიციების სინთეზს.  კომპანია სრული დატვირთვის პირობებში 2500 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს.

აგრიდა,
ღვინის ქარხანა